კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" 17 მარტს დაიწყება
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის
საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინექცია 15 მარტს ახალციხეში,
მხოლოდ კლინიკა "იმედის" მედპერსონალს გაუკეთდა.
ინფორმაციას ამის შესახებ tv9news.ge
ავრცელებს
პირველი, ვინც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა,
რეანიმაცია-ანესთეზიის განყოფილების უფროსი გიორგი აფციაური და
კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძეა. პროცესს სამცხე-ჯავახეთის
გუბერნატორი და ახალციხის მერი დაესწრო.
სამცხე-ჯავახეში ვაქცინის 1 400 დოზაა შემტანილი. ვაქცინაცია 17 მარტს
ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" , ნინოწმინდასა და ახალქალაქში დაიწყება,
ხოლო 18 მარტს ასპინძასა და ადიგენში, "ევექსის კლინიკების" ქსელში
ჩატარდება.