ახალი ამბები
ორ-სამ კვირაში, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება — თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ორ-სამ კვირაში, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ცვლილებები განიხილება კომენდანტის საათის მხრივ და ეტაპობრივად სხვა შეზღუდვებიც მოიხსნება.

მისივე თქმით, ის უშუალოდ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში ჩართული არ არის, რომელი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას განიხილავენ, მაგრამ, ინფექციონისტის ინფორმაციით, ყოველ კვირაში ახალი შემსუბუქება განიხილება.

"ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, დღის წესრიგში დგას სარესტორნო ბიზნესზე შეზღუდვების შემსუბუქება; განიხილება ყველაზე მტკივნეული ნაწილი — ზამთრის კურორტების სეზონის დარჩენილ ნაწილში ამოქმედება და კომენდანტის საათის მხრივ ცვლილებები. არ ვიცი, ზუსტად როდის მოხდება შემდეგი შემსუბუქებები. იცით, ახლა მთავრობაში ცვლილებებია. ჯერ არ ვიცით, როგორი იქნება ახალი ხელმძღვანელობის პოზიცია, რამდენად დააჩქარებს თუ პირიქით, უფრო ფრთხილად მოიქცევა. მაგრამ ჩვენ არ გავჩერებულვართ. რაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყო საქართველომ, იმის შემდეგ ყოველ კვირაში ან ყოველ ორ კვირაში ახალი შეზღუდვის მოხსნა ხდება", — ამბობს ცერცვაძე პირველ არხთან.

ინფექციონისტი ფიქრობ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი გაგრძელდება. მისივე თქმით, მთავარია, მოსახლეობამ არ შეუწყოს ხელი იმას, რომ 3%-ს ქვევით ჩამოსული დადებითობის მაჩვენებელი, არ დაიკარგოს.

"შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც ორ-სამ კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რაც ერთხელ მოგვივიდა ზაფხულში. ის, რომ ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მე ვიტყოდი პირდაპირ — კარგია, ეს არ უნდა იყოს თვითდამშვიდების საგანი და ის, რაც მოსახლეობამ ასე თუ ისე გაითავისა მაღალი პასუხისმგებლობა და პრევენციული ზომების დაცვის აუცილებლობა, მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა. აი, ამაზე ერთი წუთითაც არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება", — განაცხადა ცერცვაძემ.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ის, ასევე, აღნიშნავს, რომ პირბადის ტარება ინფექციის გადაცემის პრევენციისათვის ბევრად უფრო ეფექტური საშუალება გამოდგა, ვიდრე ჯანდაცვის მუშაკებს ეგონათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.