ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს
331 გამოჯანმრთელებული და 388 კოვიდ
ინფიცირების ახალი შემთხვევა საქართველოში, სამწუხაროდ გარდაცვალების
7 შემთხვევა - ასეთია ბოლო 24 საათის სტატისტიკა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16
391 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 091 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6
300 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 267 701-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.7%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.4%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 331 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 260 597-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 406 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 182 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 52,
ქვემო ქართლი - 21, შიდა ქართლი - 29, გურია - 25, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 27, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი -
4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 672.
საიდანაც: 1 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 1 627 პირი
ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე
სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი.