ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
პირბადის ტარება ღია სივრცეშიც
სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვვეტილება მთავრობის
უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა
მარია ცქიტიშვილმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის
გავრცელების პრევენციას ემსახურება.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების ტარება არა მხოლოდ დახურულ
სივრცეში, არამედ ღია სივრცეშიც სავალდებულო იყოს", - განაცხადა მაია
ცქიტიშვილმა.