ჯანდაცვა
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდგინდა
მთავრობის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელს ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ
მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"დამიდასტურდა Covid -19 კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და
შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას", - წერს მეზვრიშვილი.
ნათია მეზვრიშვილი კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში
დღეს გადავიდა.
დღეს კორონავირუსი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დაუდგინდა.
კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია
თურნავა.
გააზიარეთ :