ბოლო 24 საათში, ბორჯომში კორონავირუსით 2-პირი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის
მასშტაბით კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო
ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, აქედან
ბორჯომში COVID 19-ით 2-პირია ინფიცირებული,
ახალციხეში 18 ადიგენში – 4, და ახალქალაქში 2, ასპინძაში 1.
გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში
მყოფი 116-მდე პირი, მიმდინარეობს მოკვლევა.
თვითიზოლაციაში ბორჯომში 69 პირი იმყოფება. ახალციხის მუნიციპალიტეტში
407 პირია, ახალქალაქში - 164; ნინოწმინდაში - 107; -, ასპინძაში -
63; ხოლო ადიგენში - 100 პირი.
კარანტინში 210 მოქალაქე იმყოფება, მათგან ახალციხის საკარანტინე
სივრცეში 33 პირია, ხოლო ბაკურიანში – 177;
ამ დროისათვის გამოსაკვლევია 12 ნიმუში.
აპარატის უფროსის ინფორმაციით, დისტანციურ სწავლებაზე 4 ნოემბრიდან 7
სკოლა და 3 საბავშვო ბაღი დარჩება. ესენია: ახალციხის პირველი, მეხუთე
და სოფელ კლდის საჯარო სკოლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში 2 სკოლა -
სოფ. უდისა და ლელოვნის და ახალქალაქის პირველი და მეოთხე საჯარო
სკოლები.
ფუნქციონირება დროებით შეწყვიტეს ბორჯომის, ახალქალაქის, და
ნინოწმინდის საბავშვო ბაღებმა.
2 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 512
შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია – 57 პირი,
ხოლო გარდაცვლილი – 9.