ჯანდაცვა
ეკონომიკის მისისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების
სამინისტროს ინფორმაციით, მისისტრი, ნათია თურნავა
კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში
გადავიდა.
„კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ
ეტაპისთვის მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე
სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციითვე, ამ დროისთვის მინისტრს COVID-19-ისთვის
დამახასიათებელი სიმოპტომები არ აქვს.
გუშინ 1 ნოემბერს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიაც
თვითიზოლაციაში გადავიდა. გახარიას თქმით, თანამშრომელს, რომელთანაც
ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა კორონავირუსი დაუდგინა.
გააზიარეთ :