საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევაა
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია კორონავირუსის 1 852 ახალი დადასტურებული
შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან
არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ,
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია
ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების
შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული
შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 42 579.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც
ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში
გამოჯანმრთელდა 1 696 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
26 800-მდე გაიზარდა.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 7
ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 6 ადამიანი, ხოლო კახეთში - 1
ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 342
გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების
მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში
გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 441, ქვემო
ქართლში - 68, შიდა ქართლში - 51, გურიაში - 28, სამეგრელოსა და ზემო
სვანეთში - 114, კახეთში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 51,
სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო
სვანეთში - 13.
ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411. 4 293
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519,
მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის
აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში
- 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 - აჭარაში,
ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -
609, აჭარაში-1 419.
სულ 6 ოქტომბრის - 1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10
982 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი,
საიდანაც თბილისში - 2 867 პირი, აჭარაში - 13 341, იმერეთში - 3
813.
ამ ეტაპისთვის არსებული სტატიკური მონაცემების შესახებ მოგეწოდათ
დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.