სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 56 შემთხვევა დადასტურდა
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის
განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 791 ახალი დადასტურებული
შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში
გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა
შეადგენს - 40 727-ს,
ამის შესახებ საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით და ამ მხრივ დღეის
მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24
საათში გამოჯანმრთელდა 2 413 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა
რაოდენობა გაიზარდა 25 104-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 28
ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში - 10 ადამიანი, აჭარაში - 7, იმერეთში
- 7, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამეგრელო-ზემო
სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს
335 გარდაცვალების შემთხვევა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
დღეს გამოვლენილი 1 791 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების
მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში
გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარაში - 369, იმერეთში - 392, ქვემო
ქართლში - 86, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 29, სამეგრელოსა და ზემო
სვანეთში - 187, კახეთში - 57, მცხეთა-მთიანეთში - 0,
სამცხე-ჯავახეთში - 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 21.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262. 4 188
ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 2 046, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი - 503, მათ
შორის, თბილისში - 228, აჭარაში - 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის
აპარატზე არის 223 პირი - მათ შორის, თბილისში - 96, აჭარაში - 77. 2
204 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 068 - აჭარაში, ხოლო
826 - თბილისში. 8 870 მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 007 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -
569, აჭარაში-1 430.
სულ 6-31 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 748
ადამიანი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი, საიდანაც
თბილისში არის 3 018 ადამიანი, აჭარაში - 12 748, იმერეთში - 3
927.