კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში,
კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების
შემთხვევათა რაოდენობა 37263 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა
განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 19810 -ს
შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3070 მოქალაქე, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობას 4200 ადამიანი გადის. ამასთან,
კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2324 -ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა და
გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 285-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.