ჯანდაცვა
საქართველოში, კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში,
კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების
შემთხვევათა რაოდენობა 35567-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა
განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2075 პაციენტი და საერთო რაოდენობა 16904-ს
შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3324 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში
მეთვალყურეობას 4209 ადამიანი გადის. ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი
პირების რაოდენობა 2346 -ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და
გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 273-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გააზიარეთ :