ჯანდაცვა
ბორჯომში თვითიზოლაციაში 98 პირი იმყოფება
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო
რწმუნებულის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის
ინფორმაციით, რეგიონში მთლიანობაში 39 ახალი შემთხვევა დასტურდება,
თუმცა ერთი მათგანი სამცხე-ჯავახეთში არ ცხოვრობდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით, 38 კოვიდინფიცირებული პირი ასე
ნაწილდება:
ახალციხე - 15 ახალქალაქი - 15 ნინოწმინდა - 4 ასპინძა - 3 ადიგენი -
1
"ამ დროისათვის, პირდაპირ კონტაქტში მყოფი 75 პირია გამოვლენილი",
- გიორგი მიქელაძე.
მისივე ინფორმაციით, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 042 პირი.
აქედან ახალციხეში - 514, ახალქალაქში - 175, ასპინძაში - 100,
ბორჯომში - 98, ნინოწმინდაში - 83, ადიგენში -
72.
ამ დროისათვის, რეგიონში 150-მდე ტესტის კვლევის პასუხს
ელოდებიან.
გიორგი მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის რეგიონის 8 საკარანტინე
სივრცეში გადანაწილებულია 229 პირი, აქედან 218 ბაკურიანში არსებულ
საკარანტინე სივრცეებში, ხოლო დანარჩენი 11– ახალციხის
მუნიციპალიტეტში.
ბოლო დღე–ღამეში გამოჯანმრთელებულია 2 პირი ასპინძის
მუნიციპალიტეტიდან. რეგიონში ამ დროისათვის კორონავირუსისგან 57
პაციენტია განკურნებული.
გააზიარეთ :