ჯანდაცვა
ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში, ბოლო 24 საათში,
კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების
შემთხვევათა რაოდენობა 33858-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა
განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 2197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14829-ს
შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3507 მოქალაქე, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობას 4022 ადამიანი გადის. ამასთან,
კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2344 -ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და
გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 253-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გააზიარეთ :