კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 1872
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა
განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს
შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“
სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა და
გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 215-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.