ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს ურეკავენ და პრეპარატს სთავაზობენ რაც სიმართლეს არ შეესაბამება, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
ლუგარის ლაბორატორიის სახელით მოქალაქეებს ურეკავენ და პრეპარატს
სთავაზობენ, რომელიც რეკომენდებულია კორონავირუსით დაინფიცირებისა და
პროფილაქტიკის შემთხვევაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ განცხადებას თავად
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
,,ბოლო პერიოდში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ
მოქალაქეებს და სთავაზობენ პრეპარატს, რომელიც რეკომენდებულია
COVID-19-ით (კორონათი) დაინფიცირების შემთხვევაში და
პროფილაქტიკისთვის.
გვინდა გაცნობოთ, რომ ზემოაღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი არანაირ მედიკამენტს არ უწევს რეკომენდაციას.
გთხოვთ, მსგავსი ზარების შემთხვევაში ნომერი, რომლიდანაც ზარი
განხორციელდა გადასცეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს”.- ნათქვამია
განცხადებაში.