საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში ბოლო 24 საათში
კორონავირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ
ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge
ავრცელებს.
ასევე, საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდაა
და ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა
დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი და
გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 9 751-ს შეადგენს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 183 ადამიანია
გარდაცვლილი.