კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში
კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ
ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge
ავრცელებს.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა
საერთო რაოდენობა 9 401-ს შეადგენს.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით 178 ადამიანია
გარდაცვლილი.