კორონავირუსისაგან 246 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა და 11 გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში
კორონავირუსისგან 246 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსისგან
კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 124 -მდე გაიზარდა.
- ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ
stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5721
მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი,
კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 090-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში კორონავირუსის სულ 15327 შემთხვევაა
დადასტურებული.