ჯანდაცვა
კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში
კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 113-ს
შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ
დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 14 440 შემთხვევაა
დადასტურებული.
გააზიარეთ :