ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 569
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
12841 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 329 ადამიანი
გამოჯანმრთელდა და მათ რაოდენობა 6867-ს შეადგენს.
ამასთან, საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,
გარდაიცვალა კიდევ 9 პაციენტი და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ კი 836 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1393 პირი
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე
გააზიარეთ :