ჯანდაცვა
კორონავირუსით დღეს მე-8 პაციენტი გარდაიცვალა
დღეს საქართველოში კორონავირუსით
კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 93-მდე
გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად
შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ჯამში, ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულია 12 272 ადამიანი. რაც
შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 6538 ადამიანს
შეადგენს.
გააზიარეთ :