ჯანდაცვა
კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 519
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
11271-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6119-ს
შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971 მოქალაქე, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს
შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 78 ადამიანია გარდაცვლილი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გააზიარეთ :