ბათუმში Covid-19 -ით პოლიციელი გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის
პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი
კორონავირუსით გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს
ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი მიმდინარე წლის
1-ელ ოქტომბერს დაუდასტურდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.
პოლიციის თანამშრომელს - Covid-19 მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს
დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა:
ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი
დიაბეტი. გარდაცვლილი Covid-19 რეგულაციების სრული დაცვით
გადასვენებულია და დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი
ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე
თანამშრომლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.