ჯანდაცვა
კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 508
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
9753-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად
შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 348 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5235-ს
შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5655 მოქალაქე, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 230-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 62 ადამიანი გარდაიცვალა. უცხოეთიდან
სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გააზიარეთ :