ჯანდაცვა
კორონავირუსისგან 41-ე პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსისგან გარდაცვლილი
41-ე პაციენტი ბათუმში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. როგორც
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ინფიცირებულ 82 წლის კაცს
თანმდევი დაავადება, გულის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.
„გარდაცვლილია 82 წლის კაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ
საავდმყოფოში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა . დიაგნოზი: COVID -19,
სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია.
თანმხლები დაავდება: გულის მწვავე უკმარისობა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა დაავადებების
სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ
მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1 ოქტომბერს",- აცხადებენ
უწყებაში.
გააზიარეთ :