კორონავირუსისგან მე-40 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში
კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა
40-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
81 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები, ორმხრივი პნევმონია.