ჯანდაცვა
კორონავირუსის რეკორდული - 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში კორონავირუსის 448
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
6640-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად
შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
448 დადასტურებული შემთხვევიდან 241 აჭარაში დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების
ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა და
მათი რაოდენობა 3419-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392
მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
„კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1100-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 40 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გააზიარეთ :