საქართველოში დღეს covid – 19 -ით ორი ადამიანი გრდაიცვალა.
კორონა ვირუსით 38-ე პაციენტი
გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 61 წლის ქალი
კლინიკაში წუხელ ღამით მოათავსეს, მას პნევმონია, ჭარბი წონა და გულის
უკმარისობა აღენიშნებოდა.
ექიმების განცხადებით პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე
რთულად შეფასდა. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები,
თუმცა დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის
გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა
მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი
ოქტომბრის შუა რიცხვებამდეა გადადებული. აკრძალულია 200 ადამიანზე
მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე
აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში
აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაადაადგილება.