საქართველოში კორონავირუსით 36-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით
დღესკიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა 36
გახდა, ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ
ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ეს დღეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე
შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 5866 შემთხვევა ფიქსირდება,
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 2324 ადამიანი.
კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი, 79 წლის კაცია, რომელიც
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსთან
ერთად თანმხლები დაავადებები გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის
მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია,
სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა.
"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, დაავადებების
სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ
მოხერხდა" , - ნათქვამია ინფორმაციაში.