ასპინძაში Covid 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ასპინძაში კორონავირუსით ერთი პირი
დაინფიცირდა. Covid 19 სავარაუდოდ ექთანს დაუდასტურდა, რომელსაც
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
სოფელში შესვლა-გამოსვლა შეზღუდულია.
პერიმეტრს პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.
რაც შეეხება მდგომარეობას სამცხე-ჯავახეთში. 27 სექტემბრის
მდგომარეობით, რეგიონში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.
აქედან 11 ადიგენში, ერთი კი ასპინძაში.
ასპინძასა და ადიგენში მიმდინარეობს იმ პირების მოძიება, რომლებსაც
ურთიერთობა ჰქონდათ ინფიცირებულებთან.