დღეს საქართველოში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა 259-ით
გაიზარდა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის,
მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან
164 აჭარაში, 43 კი თბილისში დაფიქსირდა. დღეს კოვიდით ინფიცირებული
კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და 26 -მდე გაიზარდა იმ შემთხვევბის
რაოდენობა, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა.
"დადასტურდა 259 ახალი შემთხვევა, 4399 გახდა ინფიცირებულების რიცხვი.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1705 გახდა, 62 პაციენტი
გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გადანაწილებას რეგიონების მიხედვით,
კვლავ ლიდერობს აჭარა, 164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში 43
ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში 22 შემთხვევა გვაქვს, აქედან 15
ქუთაისიშია, 3 - წყალტუბოში, თერჯოლასა და საჩხერეში თითო პაციენტია
კოვიდინფიცირებული, ბაღდათში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა, გორში-1,
მარნეულში-1, მცხეთაში-1, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5
შემთხვევა",- განაცხადა ბრიფინგზე მარინა ენდელაძემ.
კოვიდინფიცირებულების რიცხვი იზრდება მსოფლიოში. გუშინ ერთი დღის
განმავლობაში ახალი ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 315 700
შემთხვევა დაფიქსირდა.