ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 182
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
3119-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად
შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ შეცვლილა
და ისევ 1422-ია.
კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 836.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გააზიარეთ :