ბაგების საერთო საცხოვრებელში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს კოვიდ-19 დაუდასტურდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელიც ბაგების საერთო
საცხოვრებელში ცხოვრობს, გუშინ კოვიდ-19 დაუდასტურდა. სტუდენტი
ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც თსუ-ში აცხადებენ, სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
დამაკმაყოფილებელია და მისი დაინფიცირების წყაროს თსუ არ
წარმოადგენს.
„თსუ-ში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია და სწავლა
დისტანციურად მიმდინარეობს, შესაბამისად, დაინფიცირებულ სტუდენტს
ლექტორებთან და სხვა სტუდენტებთან კონტაქტი არ ჰქონია.
თსუ-ს ბაგების საერთო საცხოვრებელში გუშინვე ჩატარდა დეზინფექცია.
მასთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილი არიან კარანტინში. საერთო
საცხოვრებელში უსაფრთხოების ყველა ზომაა მიღებული.
საერთო საცხოვრებლისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაავადებათა
კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებს“, -
ნათქვამია ინფორმაციაში.