ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 179
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
2937-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად
შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით
გაიზარდა და 1422 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გააზიარეთ :