ჯანდაცვა
კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 196
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
2758 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ
სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით
გაიზარდა და 1412 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე
გააზიარეთ :