საქართველოში კორონავირუსის 170
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
2562-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად
შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ გაზრდილა
და ეს მაჩვენებელი კვლავ 1369 ადამიანს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია
6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.ამასთან, უცხოეთიდან
სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.