ჯანდაცვა
კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 165
ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა
2392 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად
შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ბოლო 24 საათში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ
1369 ადამიანს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5882 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
- 390. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გააზიარეთ :