ოზურგეთის საჯარო სკოლის 2 პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
ქვედა ბახვში. კორონავირუსი ამავე სოფლის საჯარო სკოლის პედაგოგებს
დაუდგინდა.
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
გურიის განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას ინფორმაციით,
ინფიცირებულები ე. წ. ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან.
,,სამწუხაროდ, კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა სოფელ ქვედა ბახვში.
ინფიცირებულები იმ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან, რამდენიმე დღის
წინ ბათუმში რომ გაიმართა.
ახლა, ვიწყებთ კონტაქტების მოძიებას. ყველა მათგანს ჩაუტარდება
,,პისიარ“ კვლევა“, - განაცხადა არჩილ მჟავიამ.