ჯანდაცვა
კორონავირუსის 158 შემთხვევა გამოვლინდა, ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 87-აჭარას უკავშირდება

საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინციცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.


რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1363-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონას 158 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 87-აჭარას, 18 კი თბილისს უკავშირდება
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია საზოგადოებას მოუწოდებს არ შეშინდნენ კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევით, პირიქით გაამკაცრონ რეგულაციები საკუთარი თავის მიმართ.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რაც მეტი გამოვლენილი და დადასტურებული კონტაქტი იქნება, კორონავირუსის გავრცელების ნაკლები საშიშროება იქნება.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 158 ახალი შემთხვევა ნუ შეგვაშინებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ რეგულაციები არ დავიცვათ. 158 ახალი შემთხვევა გვეუბნება, რომ უნდა გავამკაცროთ რეგულაციები საკუთარი თავის მიმართ “,-განაცხადა ეზუგბაიამ.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.