აჭარაში ნამყოფი 2 100-მდე მასწავლებლის ტესტირება მოხდება.
დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან
გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ნამყოფი 2 100-მდე მასწავლებლის PCR
ტესტით შემოწმება დაიწყება.
„დაახლოებით 2 100-მდე მასწავლებელია ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე
ამ ზაფხულს, ყველა აღრიცხული გვყავს. ყველა მუნიციპალიტეტის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს აქვს სიები, აქტიურად ვთანამშრომლობთ
განათლების სამინისტროსთან. პროცესი დაიწყო და ყველა მათგანის
ტესტირება მოხდება. 2 100 არაფერი არაა, დღევანდელი ჩვენი
სიმძლავრეებიდან გამომდინარე. დღიური ტესტირება 8 000 გვაქვს, არის
გაზრდის შესაძლებლობა. რადგან მასწავლებლები სტრატეგიული ჯგუფია,
შემუშავებულია სტრატეგია 45 000 მასწავლებლის რენდომული გამოკვლევის,
რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ როდესაც მასწავლებელი სკოლაში მიდის
არაა ინფიცირების სტადიაში“,-განაცხადა გამყრელიძემ.
დღევანდელი 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სწავლა საქართველსო 6 დიდ
ქალაქში 1 ოქტომბრამდე გადაიდო.
დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი, 87 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, 20 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.