კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან
სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.