საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და
ინფიცირებულთა რაოდენობა 1830 გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ფეისბუქ გვერდზე
განახლდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1334-ს
შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.