საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1462 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge არის
განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კვლავ 1196 -ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5806 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 230 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე