ჯანდაცვა
კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1455 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge არის
განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და 1196 -ს
შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5943 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 252 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე
გააზიარეთ :