ჯანდაცვა
კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1436 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge არის
განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 -ით გაიზარდა და 1150 -ს
შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 6018 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 249 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე
გააზიარეთ :