ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი დაიღუპა
საქართველოში კორონავირუსით მე-18
პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ
ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
მცხეთის სამედიცინო ცენტრის
კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, კორონავირუსით
გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია. პაციენტს მძიმე თანმხლები
ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.
ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1421 დადასტურებული შემთხვევაა. 1137
ადამიანი კი გამოჯანმრთელებულია.
კარანტინის რეჟიმშია 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ - 255.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე.
გააზიარეთ :