ჯანდაცვა
კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან 11 ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება
საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 411 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე
გამოქვეყნდა.
ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით 17 ახალი შემთხვევიდან 11 ე.წ.
ლენჯერის კლასტერს უკავშირდება. მათივე ცნობით, 1 დადასტურებულ
შემთხვევასთან კონტაქტია, 5 კი იმპორტირებული შემთხვევაა, საიდანაც 3
სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა და კვლავ 1132-ია. კარანტინის
რეჟიმში იმყოფება 6848 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –
269.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი
გარდაიცვალა.
გააზიარეთ :