ჯანდაცვა
კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1385 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge არის
განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1128 -ს
შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 6903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 232 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე
გააზიარეთ :