ჯანდაცვა
სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის თანხის ჯიბიდან გადახდა აღარ მოუწევთ - გიორგი გახარია
სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში
ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის თანხის ჯიბიდან გადახდა უწევდათ.
დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროგრამის 8000 ლარით
გაზრდის, რაც ფაქტობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს
შესაძლებლობას ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი,
- ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტირმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე
განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროგრამით საქართველოს 1974 მოქალაქე სარგებლობს და
ამ ადამიანებისთვის ეს "უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა
იქნება".
"მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში
ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად. აქ განსაკუთრებით გამოსაყოფი იყო
ონკოდაავადებათა მკურნალობა. იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის
გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის თანხის ჯიბიდან
გადახდა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ
პროგრამის 8000 ლარით გაზრდის, რაც ფაქტობრივად თითოეულ ჩვენს
მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს მისცემს შესაძლებლობას
ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი, ყველანაირი პირადი გადასახადების
გარეშე. სამწუხაროდ, დღეს ამ პროგრამით საქართველოს 1974 მოქალაქე
სარგებლობს და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი
მხარდაჭერა," - აღნიშნა გიორგი გახარიამ
გააზიარეთ :