ჯანდაცვა
კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1370 გახდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე
stopcov.ge არის
განთავსებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 1108 -ს
შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 6903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 278 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე
გააზიარეთ :